|
2019-11-25 13:09:45, 2116 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ბათუმის დელფინარიუმი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს რეგულარულად უმასპინძლებს
დღეიდან აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ბათუმის დელფინარიუმის შოუს უსასყიდლოდ დაესწრებიან. აღნიშნულ წამოწყებას ექნება რეგულარული ხასიათი და მასში აჭარის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის დელფინარიუმს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზება დელფინების საგანმანათლებლო შემეცნებით შოუზე. ,,განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის და დელფინარიუმის ადმინისტრაციის ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ პატარებს , სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ უფასოდ დელფინების შოუ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ბევრ ოჯახს უჭირს მატერიალურად, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს ქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქალაქის ყველა ინფრასტრუქტურით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დელფინარიუმში მიაცილა და ღონისძიებას მათთან ერთად დაესწრო. ამ წამოწყებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ჩაერთვებიან. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებიც ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზებას უწევს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე ბათუმის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა იზრუნა.
(NS)
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)