|
2019-06-07 14:57:44, 989 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: კომუნიკაცია ინვესტორსა და მოსახლეობას შორის უნდა იყო მეტად მოწესრიგებული და რეგლამენტირებული
საქართველოში უნდა აშენდეს წიაღისეულის გადამამუშავებელი მეტი საწარმო და ინვესტირება ამ კუთხით უფრო მეტად უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამას გააჩნია თავისი სოციალური ზემოქმედება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს აქვს წინადადება, რომ ეს პროცესი იყოს მეტად მოწესრიგებული, მათ შორის კომუნიკაცია მოსახლეობასა და ინვესტორს შორის იყოს უფრო მეტად რეგლამენტირებული, რადგან დღეს ამ მიმართულებით კანონმდებლობა ბოლომდე დახვეწილი არა არის. „უნდა ავამაღლოთ სოციალური სტანდარტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, კომუნიკაცია კონკრეტული პროექტების ფარგლებში უნდა იყოს იმავე დონეზე, რა დონეზეც გვაქვს გარემოსდაცვითი სტანდარტი. ამ თვალსაზრისით შევძლებთ, რომ ერთის მხრივ ინვესტორიც იყოს უფრო პასუხისმგებლიანად განწყობილი და იყოს მზად იმ დამატებითი ხარჯებისთვის და იმ დამატებითი პროგრამებისთვის, რაც კონკრეტული პროექტის არეალში სოციალური პროგრამების განხორციელებას დასჭირდება'', - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობაც იქნება უფრო მეტად ორგანიზებული და ფოკუსირებული კონკრეტულად თავის საჭიროებებზე. „ეს პროცესი, მათ შორის კომუნიკაციის, არ გაგრძელდება უსასრულოდ და დასრულდება ინვესტიციით, დასრულდება განხორციელებული პროექტით და დამატებითი სამუშაო ადგილებით. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა, რომელიც გვსურს კანონმდებლობით დავაფიქსიროთ და გარკვეულწილად სავალდებულო, მოწესრიგებული ხასიათი მივანიჭოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. სოციალური პასუხიმგებლობა წარმოადგენს მოპოვების პროცესის უარყოფითი გავლენების შემცირების მიზნით მომპოვებელი კომპანიის ქმედებას/ქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. „დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა პოზიტიური ნაბიჯი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
ტობიას კრემერი - როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)