01:10 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 23:55:09, 264 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ

საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების თაობაზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში ხალხი ჯერ კიდევ აპროტესტებს და მოქალაქეები არ დანებებულან.

“ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველო წაგებული საქმეა. ისინი ამბობენ: “მიიღეთ არსებული ვითარება, რეალისტურად იყავით”. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენ, ლიეტუველები, ასევე, ვიყავით წაგებული საქმე, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ქართველები არ დანებებულან. ხალხი ჯერ კიდევ აპროტესტებს, უმრავლესობას ჯერ კიდევ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მესიჯი დღეს ასევე, მნიშვნელოვანია მათთვის.

რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ. ეს ძალა არაა, ეს შიშია.

ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უარყოფით. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არაა მომავალი. უკრაინა ჯერ კიდევ დგას და იბრძვის, სომხეთმა ასევე გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი არაა დაკარგული.

სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები არ უნდა ელოდონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. მხარში უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics