01:12 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 23:58:12, 262 ნახვა

პოლიტიკა
ტობიას კრემერი - როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს

„როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? - ევროპარლამენტარმა გერმანიიდან ტობიას კრემერმა “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების თაობაზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

რამდენად უნდა ეშინოდეს მას საკუთარი ხალხის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემოს, ჟურნალისტები დააპატიმროს და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენოს?

თუმცა სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ხოლო შიდა პოლიტიკაში საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს.

მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს არ სურთ, კვლავ ჰომო სოვიეტიკუსებად იქცნენ“. - განაცხადა ტობიას კრემერმა.

საქართველოზე დებატი, - რომელიც უშუალოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას შეეხება, - 7 ოქტომბერს ევროპარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო.

დებატებს 8 ოქტომბერს მოჰყვება რეზოლუციის კენჭისყრა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics