08:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 11:01:34, 2088 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს: გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისი ბინის ჩხრეკის შესახებ სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. თუმცა, იმისათვის, რომ ამოცანა  გაგიადვილოთ, როდესაც შემოხვალთ ჩემთან სახლში, შეგიძლიათ კარები იმავე გასაღებით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს „ყაჩაღებმა“ წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ 10 დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში“, - წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ირონიულად მიმართა და განაცხადა, რომ მათ ჩხრეკისას შეიძლება "კოკაინი და ჰეროინი იპოვიან".

"კარადაში შეგიძლიათ ნახოთ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, რომელშიც კოკაინია გახვეეული, მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადია, ხოლო სეიფში ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება, ფული, რომელიც მონღოლურმა დაზვერვამ გადმომცა უკვე დავხარჯე, გუშინ ჟურნალისტებთან ერთად, რომ ვიქეიფე რესტორან "გივიში". რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics