|
2025-06-18 11:58:04, 775 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - თეა წულუკიანს ვითომ იურისტად მოაქვს თავი და კანონგარეშედ, არალეგიტიმურად იქცევა
თეა წულუკიანს ვითომ იურისტად მოაქვს თავი და არალეგიტიმურად, კანონგარეშედ იქცევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, თუ თეა წულუკიანი მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება, სჯობდა კითხვები თავად წულუკიანს დაესვა. „სწორედ აქედან გამომდინარეობს თავიდან ბოლომდე ამ საქმის შინაარსი. თუ მას ჩემთან აქვს კითხვები, უნდა მოსულიყო აქ და ეს საკითხი დაესვა. ის თავს არიდებს აქ მოსვლას. სამწუხაროდ თქვენც, ქალბატონი ნინო [მოსამართლე] ხელი შეუწყვეთ იმას, რომ თეა წულუკიანი აქ არ მოსულიყო იმიტომ, რომ ის მედავება მე. მისი წერილის საფუძველზეა საქმე აღძრული. როგორ შეიძლება რომ აქ არ მოსულიყო? ზუსტად ამას ვამბობ, რომ მას არ აქვს საზოგადოებისთვის გასაცემი პასუხები“,- განაცხადა ვაშაძემ. მისი შეფასებით, საქმესთან დაკავშირებით მისი დაბარება პოლიტიკურად მოტივირებულია. „ეს არ არის მხოლოდ ფორმალობასთან დაკავშირებული საქმე. ეს არის ზუსტად ის შინაარსი, რითაც მინდა დავასაბუთო, რომ განზრახვა ამ დაჯგუფების, რომელიც საკუთარ თავს „საგამოძიებო კომისიას“ ეძახის, პოლიტიკური იყო. არაფერი შემხებლობა ამას სამართალთან და კანონთან არ ჰქონდა. თუ რამე კითხვები შეიძლება ჰქონოდათ მათ, აქაც შეეძლოთ ამ კითხვებზე პასუხი მოესმინათ. მე ვუთხარი, მობრძანდით რუსთაველზე - მეთქი, იქაც შეგვეძლო გვესაუბრა იმიტომ, რომ ჩემი ე.წ. დაბარების საკითხი ჩემს საქმიანობას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ არ ვიხილავთ მხოლოდ ბრალის ფორმალურ ნაწილს, ჩვენ ვიხილავთ ზოგადად, მთლიანად შინაარს, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ ვარ მე აქ სასამართლოში. რატომ იყენებენ პროკურატურას პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის“,-განაცხადა ვაშაძემ.
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)