21:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 13:07:58, 443 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მკაცრად ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას არ აღიარებს და მას განიხილავს „როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე (საქართველო), ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას.

უკრაინა არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და მას განიხილავს როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას.

მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.

უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის (საქართველო), ე.წ. დამოუკიდებლობას.

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები , ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისრონ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics