|
2016-03-06 11:46:46, 598 ნახვა
საზოგადოება
ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ კოოპერატივებს სკები გადაეცათ
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 1200-ზე მეტი სკა გადასცა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ესწრებოდნენ. ,,რაჭის რეგიონს მეფუტკრეობის დარგის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პოტენციალის ათვისებას, წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის ზრდას, ასევე თაფლის წარმოების მიკვლევადობას, რაც ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის რეალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 7 000-ზე მეტი სკა გადაეცემა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. როგორც რეგიონის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობის დარგის განვითარებისთვის ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მეფუტკრეობის 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 1901 სკა გადაეცა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის განცხადებით, 29 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის მსურველი კოოპერატივების რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კოოპერატივებს პროგრამაში დარეგისტრირება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ. ,,პროგრამის მონაწილე კოოპერატივებს მათთვის სასურველი მასალის - ხის ან პენოპოლისტიროლის სკები თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად გადაეცემათ. კოოპერატივს, მოთხოვნის შესაბამისად, შეუძლია მიიღოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები“, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ. როგორც ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო პროგრამის მონაწილე კოოპერატივს, რომლის მეპაიეთა 50%-ს დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი ინვენტარი თანადაფინანსებით, ღირებულების 20%-ად გადაეცემა. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში უსასყიდლოდ შესამოწმებლად წარადგინონ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები თაფლის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)