|
2024-10-01 10:58:10, 365 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ინვესტიცია განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში
ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის. “ქობულეთში ციტრუსის გადამმუშავებელი ახალი საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. განხორციელდა უცხოური ინვესტიცია, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში. ყოველწლიურად რეგიონში 10-15 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავება ხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანამედროვე საწარმოს ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებისგან ციტრუსის მიღებას და გადამუშავებას, შემდგომ დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს, რომლის ექსპორტი განხორციელდება, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე, შესაბამისად, შეიქმნება დამატებული ღირებულება. ასეთი მასშტაბის პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის, სოფლის მეურნეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მივესალმებით და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ინვესტორებს”,- განაცხადა შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. კომპანიას ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3 000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. კომპანია მზადაა, უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდოს მანდარინი და გადაამუშაოს. ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ “შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
კალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას
ცხინვალში ე.წ აჩევნებზე მარატ კამბოლოვი - 88,4% ლიდერობს
ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ერთმანეთი ენატრებათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)