15:40 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-19 14:53:57, 319 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.

მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი.

„გამოძიება როდესაც მიმდინარეობს, საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამ გარემოების დადგენის ყველაზე კარგი, მაღალკვალიფიციური ინსტრუმენტი. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ეს ტალღა, რომელიც არსებობდა, 100-ზე  მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც რაღაც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი.

საბედნიეროდ, მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა იქნეს ყურადღებით გამოძიებული ყველა ეს გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გამოძიება აბსოლუტურად სრულფასოვნად ჩატარდება, ყველაფერი კეთდება ამისთვის და ამ სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება, რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა, ვისაც ბრალი მიუძღვის. ყველა მკაცრი მოქმედება განხორციელდება, რაც სამართლებრივთან თავსებადი იქნება, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემა. არ მგონია, რომ დიდხანს გასტანოს ამ გამოძიებამ, ძალიან სწრაფად შეიძლება, რომ ყველაფერზე პასუხი გვქონდეს. ასეთია ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics