15:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 15:23:09, 335 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, “ლაზიკა რეზიდენსი“, სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურში, მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 9.3 მილიონი აშშ დოლარია. “საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 2.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე პროექტი 14.000 კვ.მ-ზე 9 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითავლისწინებს. ის 100 ნომრიან სასტუმროს და 205 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ ფართებს, რესტორანს, სპას, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს გააერთიანებს.   მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.

“საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. მოხარულები ვართ, რომ განმუხურში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება, რომელიც როგორც სასტუმროს ნომრებს, ასევე საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და  ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადა ზაზა ფიფიამ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics