17:27 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 11:30:52, 369 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა.

მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“სიტყვით გამოსვლისას, ეროვნულ გვარდიაში განხორციელებულ რეფორმებსა და სარეზერვო სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაც გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, დავით ღუღუნიშვილმა ბრიგადის ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს ქვედანაყოფის დროშა საზეიმოდ გადასცა.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიგადის ყოფილ მეთაურს უმწიკვლო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალდდანიშნულ ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს წარმატება უსურვა.

საზეიმო ცერემონიალზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებით, მადლობის სიგელებითა და უწყებრივი მედლებით - “სამშობლოსათვის თავდადებული“ და “გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics