|
2016-02-16 14:31:39, 487 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ფრონტერას“: ცდილობთ, შექმნათ შთაბეჭდილება თითქოს რაიმე სახით ვზღუდავთ თქვენს კერძო კომპანიას
„გაკვირვება უნდა გამოვთქვა იმ მცდელობაზე და ბუნდოვან მიზანზე, რასაც ისახავდა ჩემდამი მომართული ღია წერილი, კერძოდ კი ფაქტების ინსინუაციის გზით შექმნათ შთაბეჭდილება თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მე რაიმე სახით ვზღუდავთ თქვენს კერძო კომპანიას“ - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს. როგორც მინისტრი აცხადებს, კომპანია „ფრონტერა“ წერილის თითოეულ აბზაცში ფაქტების დამახინჯებით ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს კალაძის კომენტარი მიმართულია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის საპირისპიროდ. „მსურს ავღნიშნო, რომ სახელმწიფოსა და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” შორის არსებული ურთიერთობები - მათ შორის კორესპონდენციების გაცვლის წესი დარეგულირებულია 1997 წელს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით, აქედან გამომდინარე, წინამდებარე წერილი არ უნდა იქნეს განხილული არსებული ხელშეკრულების კონტექსტში. გაკვირვება უნდა გამოვთქვა იმ მცდელობაზე და ბუნდოვან მიზანზე, რასაც ისახავდა ჩემდამი მომართული ღია წერილი, კერძოდ კი ფაქტების ინსინუაციის გზით შექმნათ შთაბეჭდილება თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მე რაიმე სახით ვზღუდავთ თქვენს კერძო კომპანიას. წერილის თითოეულ აბზაცში ფაქტების დამახინჯებით ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ჩემი კომენტარი მიმართულია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის საპირისპიროდ, მაშინ როდესაც ამ ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში საკმაოდ მკაფიოდ არის აღნიშნული „აღმოჩენის“ პირობითობა. თქვენ კი ბატონებო, არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა, მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ . კიდევ ერთხელ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა ავღნიშნო, რომ თქვენს კომპანიას არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ, მეტიც თითოეული ბარელი ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს თქვენი კომპანია მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა თქვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა თქვენს კომპანიას სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია. თქვენი განცხადებების ფონზე განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას, თქვენი ამ ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ). ხასგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს“, - განაცხადა კახი კალაძემ ირანში. შეგახსენებთ, კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობამ გუშინ კახი კალაძის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა. კომპანია კალაძის განცხადებებს მცდარს უწოდებს. კომპანიის ადმინისტრაცია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 5 თებერვლის ინტერვიუში მინისტრმა არასწორი განცხადებები ატლანტიკური საბჭოს ანგარიშთან და საქართველოში გაზის მარაგთან დაკავშირებით გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მინისტრის განცხადება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის.
აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო კამპანია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით
ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)