12:40 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 14:55:25, 668 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - ცდილობთ, კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ქვეყანასა და ხალხზე, ეს არის ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები

ერთი რამ იყო ძალიან მძიმე რაც მოვისმინე, მათ შორის, თქვენი პარტიის ლიდერის  მხრიდან და აქაც გაისმა ასეთი განცხადებები, თქვენ ცდილობთ, რომ კეზერაშვილის დანაშაული განაზოგადოთ ჩვენს ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე, რომ ქართველმა დაკარგა რეპუტაცია“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, მიხეილ დაუშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

კობახიძის თქმით, „კეზერაშვილი, რომელიც ჯერ ძარცვავდა საქართველოში ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარი გაძარცვა, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ქართველი ხალხი რა შუაშია. ეს არის ძალიან მძიმე განცხადებები და იმედია მომავალში ამას აღარ გაიმეორებთ, ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები“. 

„თქვენი მთავარი არგუმენტი რატომაც იქმნებოდა  ეს კომისია იყო ის, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მე მინდა გითხრათ იმ გამოძიების მონაცემები, რომელიც წარმოებს ევროპელ კოლეგებთან ერთად. გამოძიების თანახმად სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენა დაიწყო 2018 წელს. მე შეგახსენებთ რომ თქვენი პარტიის ლიდერი მაშინ იყო შსს მინისტრი, მოგვიანებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ანუ, დანაშაულის ჩადენა გრძელდებოდა 2018-2020 წლებში, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო შსს მინისტრი, უშუალოდ პასუხისმგებელი მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. გამოდის რომ თქვენი პარტიის ლიდერსაც უნდა სცოდნოდა ეს დანაშაული თუ როგორ არის ეს ყველაფერი?! შეგახსენებთ, რომ მთავარი არგუმენტი ეს იყო. გამოდის, თქვენმა ლიდერმაც იცოდა ამ დანაშაულის თაობაზე, თუმცა,  ხელს აფარებდა ან დუმდა ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics