|
2026-10-07 12:02:12, 270 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. „შევეხები ნავსადგურებს. ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ე.წ ლენდლორდის მეთოდით ამ პორტის განვითარების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურას განავითარებს სახელმწიფო. მასზე საკუთრების უფლება ექნება სახელმწიფოს და შემდეგ ტერმინალები უკვე გადანაწილდება საოპერაციოდ სხვადასხვა პარტნიორზე, ქვეყანასა თუ კომპანიაზე. ამან გამოიწვია ინტერესის სერიოზული, ფუნდამენტური ზრდა ანაკლიის პორტის მიმართ, შესაბამისად, ეს იყო ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება. როცა ვსაუბრობთ ანაკლიაზე, მინდა ვახსენო, რომ ჩვენ 51 მლნ დოლარით შევამცირეთ კონტრაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამუშაოებთან. 204 მლნ დოლარიდან 153 მილიონამდე შემცირდა კონტრაქტის ღირებულება. დავინახეთ, რომ იყო ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, ამაზე იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფოს დავუზოგეთ მთლიანობაში 50,9 მლნ დოლარი, ხელშეკრულების ოპტიმიზაციის შედეგად. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის. ეს სამუშაოები აქტიურად წარიმართება. ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, ჩვენი გეგმის მიხედვით", - განაცხადა კობახიძემ. მისი განცხადებით თქმით, ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება. „ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა ბაზრის კვლევა და თვის ბოლომდე უკვე გამოცხადდება ტენდერი, შესაბამისად, სატანადო ვადებში განხორციელდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, როდესაც საუბარია გაციფრულებაზე, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც რკინიგზაში, გაციფრულდა სერვისები და გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. ამან ხელი შეუწყო ტვირთნაკადის ზრდას და ჩვენ რომ ვსაუბრობთ 30%-იან ზრდაზე ნავსადგურებში, მათ შორის, ეს არის ამის შედეგიც", - განაცხადა კობახიძემ.
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)