|
2026-10-07 12:38:18, 261 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
"მე მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო სინამდვილეში, რაც იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო". - ასე პასუხობს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს, რადგან "საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა". პაპუაშვილის განცხადებით, ერთადერთი "ცოდვა" რაც ქართულ ოცნებას მიუძღვის ბრიუსელის წინაშე არის, ის რომ მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ. "ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისეთივე დაზიანებული, როგორც მოლდოვაა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესაკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირსიპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაგვეჯერებინა ყველაფრისთვის, რასაც ისინი გვირჩევენ დღეს საქართველო იქნებოდა სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა გაიმეოროს, მაგრამ ჯობია იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო" - განაცხადა პაპუაშვილმა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)