|
2021-11-17 14:54:46, 618 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ლტოლვილებისთვის საინტეგრაციო მხარდაჭერაზე და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები და დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მხარეებმა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებითაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო სხვადასხვა ფორმატში მუშაობს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და UNHCR-თან ერთად სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. „განვიხილეთ იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების საკითხი. ვისაუბრეთ საქართველოში კანონიერად მცხოვრები ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დასაქმებისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხზეც. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“,-ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა დევნილთა საკითხების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. „ ვისაუბრეთ დევნილთა პოლიტიკის საკითხებზე, ლტოლვილებისთვის საინტეგრაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ როგორც სამინისტროსთან, ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ“,-ამის შესახებ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლიმ განაცხადა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ. დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)