სერგეენკო: ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ
„ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება, არსებული კანონი მოითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემულ იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ და რიგ შემთხვევაში ეს წესი დაცული არ არის“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების სემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.