უსკო-ს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღანიას განცხადებით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, თუმცა რამდენიმე მათგანზე წილისყრის პროცედურებმა დარღვევით ჩაიარა.
„ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, რომელშიც მრავალი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქის მე-6 უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრი გიორიგ კვირიკაშვილი ოჯახთან ერთად საუბრთალოს მე-4 ოლქში, 24-ე საარჩევვნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
წინასწარი პირველადი შედეგები სავარაუდოდ, დილის 6:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის - 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხვალ 08:00 საათიდან გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული საარჩენო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად არჩევნების მეორე ტურს არაუგვიანეს 25-ე დღისა დანიშნავს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More