|
2016-11-01 09:43:50, 661 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ვაიტსი: ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში საქართველოსთან მუშაობა უნდა გააგრძელოს
ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის რიჩარდ ვაიტსის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, გააღრმავოს თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით, - ამის შესახებ მან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენების დროს განაცხადა. ვაიტსმა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა, რომელიც უხსნის გზას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დიპლომატიური ინტერესების განხორციელებას. პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ორივე ქვეყნისთვის, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით გასაძლიერებლად, შესაძლებლობებს ქმნის. საჭიროა ამერიკის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში და კონგრესის ჩართულობა ამ მიზნის მისაღწევად“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ვაიტსმა წარადგინა. ვაიტსის თქმით, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გასაღმავებლად, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. მკლევარის თქმთ, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ამერიკისთვის ხელსაყრელია და შემდეგმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა განაგრძოს. ვაიტსმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან ერთად, შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შეარაღების გაძლიერებაში და ასევე უნდა განიხილოს NATO-ს სარდლობით შავი ზღვის თავდაცვითი ერთეულის შექმნა. „ამერიკამ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში საქართველოსთან მუშაობა, ასევე ინსტიტუტების განვითარება და ამასთანავე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას, ვინაიდან ეს რეგიონები შეიცავს საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემური, ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ვაიტსმა. ამასთან, ვაიტსი რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და პროპაგანდის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. „ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს და აქტიურად იმუშავოს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებაში არ გადაიზარდოს იმედგაცრუებაში, რაც შეიძლება შემდეგ ჩანაცვლდეს ჩრდილოეთის მხრიდან არგუმენტებით, რომ დასავლეთს თქვენ არ ჭირდებით, და ჩვენ უფრო ახლოს ვართ თქვენთან ღირებულებებით და კონსერვატიული ფასეულობებით“, - აღნიშნა ვაიტსმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)