|
2020-03-27 16:27:57, 2605 ნახვა
სამართალი
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგონასთან, განახორციელა გარყვნილი ქმედება. სამართალდამცველებმა ი.კ. 2019 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმისთვის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. გამოძიების ეტაპზევე არასრულწლოვანი დაზარალებული NICHD პროტოკოლით დადგენილი წესით ფსიქოლოგის მიერ გამოიკითხა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი, დაზარალებულის ადვოკატის ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანი დაზარალებულის, ასევე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. ზემოაღნიშნულმა უზრუნველყო არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)