|
2026-10-14 00:46:09, 318 ნახვა
მსოფლიო
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
სამშაბათს საღამოს, საუდის არაბეთის ქალაქ დაჰრანში, ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. როიტერის წყაროების ცნობით, შესაძლოა, შენობა დაზიანდა და შიგნით ხანძარი გაჩნდა. კომპანიისგან ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ექვსმა წყარომ „როიტერსს“ „არამკოს“ შტაბ-ბინასთან ახლოს ძლიერი აფეთქებების შესახებ აცნობა. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. კიდევ ოთხმა წყარომ განაცხადა, რომ შიგნით მყოფ ადამიანებს ევაკუაციის ბრძანება მისცეს. სიტუაციის უშუალოდ მცოდნე წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, რომ შტაბ-ბინას დარტყმა მიაყენეს. გაურკვეველია, საბრძოლო მასალა პირდაპირ შენობას მოხვდა თუ დაზიანება ნამსხვრევების ცვენამ გამოიწვია. საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციამ განაცხადა, რომ რაკეტები, რომელთა ნამსხვრევებიც საცხოვრებელ უბანში დაეცა, დაჰრანში ჩაჭრეს და გაანადგურეს. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. როიტერის წყაროს ცნობით, ოთხშაბათს „არამკოს“ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ინსტრუქცია მიეცათ. საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვამ მოგვიანებით გაავრცელა გაფრთხილება დედაქალაქ ერ-რიადში პოტენციური საფრთხის შესახებ. შემდეგ ქალაქში ძლიერი აფეთქებაც გაისმა. ხელისუფლებამ და Saudi Aramco-მ ჯერ არ დაადასტურეს კომპანიის შტაბ-ბინაზე შესაძლო დარტყმის გარემოებები.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)