11:18 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 11:31:12, 1861 ნახვა

რეგიონი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის განყოფილების უფროსი - ძირითადად იტვირთება საირმის საკარანტინე სივრცე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის განყოფილების უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონში ძირითადად იტვირთება საირმის საკარანტინე სივრცე.

მისივე თქმით, საირიმის საკარანტინე სივრცეში არსებობს დამატებითი რესურსი და შესაძლებელია ახალი ადამიანების მიღებაც.

„ხდება როგორც თვითიზოლაციაში კარანტინიდან პირების გადაყვანა, რომლებიც აკმაყოფილებენ თვითიზოლაციის მოთხოვნებს და ასევე, რომელთა ჯანმრთელობაც გვაძლევს ამის საშუალებას. ამჟამად, ძირითადად იტვირთება უფრო საირმის საკარანტინე სივრცე. იქ არის რესურსი დამატებითი ადამიანების მიღების და ალბათ, დაემატება კიდეც იქ ადამიანები როგორც სხვადასხვა საკარანტინე ზონიდან, ასევე ახალი ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა გოჩა გიორგაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics