|
2026-10-01 11:15:25, 2913 ნახვა
სამართალი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს, სამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი. ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება. გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით". - წერს უწყება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



