11:52 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 10:52:48, 636 ნახვა

ეკონომიკა
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. -ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში მთავრობამ წარადგინა.

ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.

თანამდებობრივი სარგოს ზრდა ავტომატურად იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდასაც, რადგან ის მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე და კანონით დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად დგინდება.

შედეგად, 2027 წელს საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი თვეში 17 350 ლარი (დაწესებული საბაზო ანაზღაურება გამრავლებული დაწესებულ კოეფიციენტ 10-ზე) იქნება, რაც წლიურად 208 200 ლარს შეადგენს.

ამავე ფორმულის მიხედვით, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაც თვეში 17 350 ლარი, წლიურად კი 208 200 ლარი გახდება.

რაც შეეხება მინისტრების ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში კოეფიციენტი განსხვავებულია, 8.5-ს შეადგენს და შედეგად, მინისტრების ანაზღაურება თვეში 14 747.5 ლარი იქნება, რაც წლიურად 176 970 ლარს შეადგენს.

ამავე ფორმულისა და ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 13 880 ლარი გახდება, წლიურად კი 166 560 ლარი იქნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics