11:18 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 10:39:21, 1304 ნახვა

რეგიონი
ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - გარდაცვლილია ერთი მამაკაცი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთი ვაგონი სრულად დაიწვა.

მათივე თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics