|
2020-02-28 14:51:40, 1005 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 76-ე საზოგადოებრივი ცენტრი აბაშაში საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშის მერი ლევან მაკალათია, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა. აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი სამეგრელოს რეგიონში რიგით მეშვიდეა. ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ორსანტიაში, რუხში, ჯვარში, ჯგალში, ჭალადიდსა და ლესიჭინეში. თეა წულუკიანმა მკვიდრ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ცენტრი აბაშისა და მიმდებარე 36 სოფლის 23000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრი აბაშაში თამარ მეფის ქუჩაზე აშენდა. ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, აბაშის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. აბაშის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამით ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა 2020 წელს კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება.
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)