|
2026-11-13 18:50:52, 248 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
თიბისი ახალი თაობის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერას აგრძელებს. ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტურ კონკურში UNI4VERSE გამარჯვებული, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდი - AEGIS, ლისაბონში Web Summit-ზე გაემგზავრა. UNI4VERSE კონკურზე თიბისიმ, ასევე გამოავლინა რჩეული გუნდი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადასცა. UNI4VERSE ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლება იყო. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, სამუშაო პროცესში კი 1300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდები ფინანსური სერვისების, ინვესტიციების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის მიმართულებით მუშაობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები წარადგინა. UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა. თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ახალი თაობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბრენდი პარტნიორებთან ერთად ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, ინოვაციური იდეების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)