|
2020-02-27 17:04:42, 1357 ნახვა
საზოგადოება
ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის აივნებს და შეიცვლება შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა. აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილებები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შორის სახურავის, ლიფტის, წყალარინების შიდა და გარე ქსელების რეაბილიტაცია, ასევე, ოთხ სართულამდე შენობის ან/და მისი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპროექტო სამუშაოები შედის, გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს. დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება საერთო სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)