|
2020-02-19 12:06:40, 1103 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით. მოსაკრებლის ოდენობები დადგენილია 2006 წელს. 20 მილიონი გამოდის მინუსი. ამიტომ, დავიწყოთ შესწავლა და შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მნიშვნელოვანი იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა ის ხარისხი შევინარჩუნოთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ქალაქში ახალი ნაგავმზიდი მანქანების შემოყვანა და ურნების შეცვლა იგეგმება. „ნარჩენების მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა დაწყებული. ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწესრიგება ხდება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, გაზშემკრების მოწყობაა. ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. შემდეგი ეტაპია ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს განთავსება. ნარჩენებით ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ნარჩენების სეპარირება, ასევე, მიწისქვეშა ურნების განთავსება, რაც სიახლეა ჩვენი დედაქალაქისთვის. საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელდება. ეტაპობრივად კი, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება სხვა უბნებშიც გავრცელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დასუფთავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)