|
2020-02-14 18:18:39, 1426 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ „მწვანე ზონაშია“, პრევენციული ღონისძიებები მაინც მაღალი ინტენსივობით გრძელდება. „დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის განათლება და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმოქმედოთ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულ მზადყოფნაში კორონავირუსის პრევენციისთვის”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ, ბოლო დღეებში ჰუბეიში ინფიცირებულთა რიცხვის დრამატულად გაზრდა შემთხვევების აღრიცხვის მეთოდოლოგიის ცვლილებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ამ პროვინციაში ნებისმიერ ვირუსულ შემთხვევას, შესაბამისი კვლევის ჩატარებამდე, კორონავირუსად აღრიცხავენ, რაც სტატისტიკაზეც აისახა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება. “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად იძლევა დეტალურ ინფორმაციებს. პროგნოზულად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება. დღეს ვასრულებთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მღელვარებისგან და პანიკისგან”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)