|
2020-02-05 13:45:27, 897 ნახვა
საზოგადოება
2020-2021 წლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება
მიმდინარე წელს ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავარიული შენობების რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება და სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება. „წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. დღეს ორ პროექტზე მინდა, მოგახსენოთ. ეს ეხება ორ ძეგლს, რომელიც ავარიულ და უმძიმეს მდგომარეობაშია. პირველი - ეს არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და მეორე კადეტთა კორპუსი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, საინჟინრო ქსელები მოწესრიგება, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი. ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე განახლდება კარ-ფანჯრები. სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება სრულდება და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. „როდესაც წინაასარჩევნოდ კადეტთა კორპუსი დავათვალიერე, ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო და არის დღესაც. იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია და საფრთხის მატარებელია. კედლებს შორის დიდი დაცილება, უმძიმესი მდგომარეობა არსებობდა. მოსახლეობას დავპირდით, რომ კორპუსის სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება მოხდებოდა. ჩვენ ვასრულებთ ამ პირობას და ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)