22:47 - 11 Nov, 2026
|
2019-12-17 14:04:23, 1842 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „20/30-იანელების“ წევრებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ლობიანები მიიტანეს
სამოქალაქო მოძრაობა „20/30-იანელების“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ივანიშვილს ლობიანები და ჩიჩილაკები მიუტანეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, „20/30-იანელებმა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სურვილები გადასცეს, რომლებიც ბიზნესცენტრთან მიტანილ ჩიჩილაკზე დაკიდეს. „დავკიდეთ სურვილები ჩიჩილაკზე, რომელსაც დავტოვებთ აქ. ვუსურვეთ ივანიშვილს, რომ ქვეყნის სადავეები შემდეგი წლების განმავლობაში მის ხელში იყოს, ჰყავდეს ნაკლები მოღალატე ახლო წრეში და ა.შ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)