|
2019-12-17 11:54:22, 1781 ნახვა
პოლიტიკა
გახარია კონგრესმენების კრიტიკაზე: ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში
„ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში „ელჩების კონფერენცია 2019-ის“ დასრულების შემდეგ განაცხადა. გახარიას თქმით, ხალხის მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს. „ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ეს არის სწორედ პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს, ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)