|
2019-12-16 22:53:38, 11617 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი ადამ კინზინგერი - შოკში ვართ პროპორციულის ჩაგდებით
ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო. "1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან დღემდე, საქართველოში ჩაიყარა მყარი საფუძველი დემოკრატიის განვითარებისთვის. ამ წლების განმავლობაში საქართველომ მკაფიოდ გამოავლინა ერთგულება დემოკრატიული ფასეულობების მიმართ, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართაც. სწორედ ამიტომ, შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა დანაპირები და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი. წლების განმავლობაში ამ რეფორმებზე საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროკავშირთან ერთად მუშაობდა. დანაპირები გაცემული იყო არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოლაპარაკებებს და დაუყოვნებლივ მიიღებს საარჩევნო რეფორმას. ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც არის ხალხისთვის და არის ხალხისგან წამოსული. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი ისწრაფვიან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ხალხი ქუჩაში, რათა წყნარად გამოეხატათ საკუთარი წუხილები. მაშინ, როცა ყველა მთავრობას აქვს უფლება გამოიყენოს სამართლიანი და პროპორციული ძალა ძალადობრივი უწესრიგობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას წყნარად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. ახალი ამბები იმის შესახებ, რომ მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით ასობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპოზიციის ლიდერები დაშავდნენ და საავადმყოფოშიც კი იყვნენ გადაყვანილები - თავზარდამცემია", — ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში. წერილი ადამ კინზინგერმა თავად გამოაქვეყნა საკუთარი ტვიტერის ანგარიშზე. ფოტოზე ადამ კინზინგერი
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)