|
2019-12-16 16:55:50, 2115 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის, ის მონათა ბაზრის დირექტორია
„არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ივანიშვილმა მონათა ბაზრად გადააქცია პარლამენტი და ის მონათა ბაზრის დირექტორია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, თალაკვაძეს არ აქვს პასუხი, თუ რატომ უზღუდავს ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციისას დაკავებულების მონახულების უფლებას. „არჩილ თალკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ივანიშვილმა მონათა ბაზრად გადააქცია პარლამენტი და მონათა ბაზრის დირექტორია, სრული ბუტაფორიაა. ბორკილებს ატრიალებს ბიუროს სხდომაზე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია. მისი უფლებაა, დეპუტატებს უფლება მოგვცეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდეთ, სადაც ათეულობით პოლიტპატიმარია. არაერთხელ მოვითხოვეთ მათთან ერთად შესვლა, მაგრამ უფლება არ მოგვცეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)