|
2019-12-12 11:44:45, 8357 ნახვა
სამართალი
იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, რეკომენდაცია 14-ს გაუწია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა 20 კანდიდატიდან 14-ს გაუწიეს რეკომენდაცია. ესენი არიან: მერაბ გაბინაშვილი - 6 მომხრე - 1 წინააღმდეგი; მირანა ერემაძე - 6 მომხრე - 1 წინააღმდეგი; მამუკა ვასაძე - 7 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ვაჩაძე მაია - 7 მომხრე - 1 წინააღმდეგი; თამარ ზამბახიძე - 8 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი; შალვა თადუმაძე - 8 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ვლადიმერ კაკაბაძე - 6 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ლევან მიქაბერიძე - 6 მომხრე - 1 წინააღმდეგი; გიორგი მიქაუტაძე - 8 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ნუგზარ სხრიტლაძე - 6 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ლალი ფაფიაშვილი - 7 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ნინო ქადაგიძე - 7 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ქეთევან ცინცაძე - 6 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ალექსანდრე წულაძე - 6 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია - 1 მომხრე - 1 წინააღმდეგი; პაატა სილაგაძე - 2 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი - 1 მომხრე - 1 წინააღმდეგი; შოთა გეწაძე - 1 მომხრე - 1 წინააღმდეგი; გოჩა ჯეირანაშვილი - 1 მომხრე - 1 წინააღმდეგი; ზაზა თავაძე - არც ერთი მომხრე. პროცედურის მიხედვით, საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, ბიუროზე განხილვის შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. შეგახსენებთ, კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა. თავდაპირველად სხდომის ჩატარება გააპროტესტსა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც აცხადებდა, რომ სხდომის ჩატარებით რეგლამენტი ირღვეოდა. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, თინა ბოკუჩავამ და რომან გოცირიძემ სხდომის ჩაშლა სცადეს, რის გამოც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ, ხმაურის მიუხედავად კომიტეტმა კენჭისყრის ჩატარება შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)