15:17 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 13:45:40, 253 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა

მინდა, „ოცნებას“ ვუთხრა, რომ პარტიების აკრძალვა სრულიად უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედებაა და მათთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მანანა კობხიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა პირდაპირი დასტურია, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება „ოცნებაში“ უკვე მიღებულია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებენ სრულიად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. საკონატიტუციო სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია დაუტოვეს, „ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „ოცნების“ პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ნოტარიუსის ფუნქცია. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მოულოდნელი არაფერი მომხდარა, უარესები გამოგვივლია. მინდა, „ოცნებას“, ვუთხრა, რომ ეს სრულიად უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედება სწორედ მათთვის იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს დრო არც თუ ისე შორსაა, როდესაც „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს – დაწყებული 88 დეპუტატით, რომლებმაც ხელი მოაწერეს სარჩელს, დასრულებული ყველა იმ აქტორით, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში. ამ სიაში ჩვენი პარტიის დამატება იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი „ოცნებისთვის“ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული ჯერ ფიზიკური თავდასხმის, შემდეგ პოლიტიკური დევნის, პილიტიკური შურისძიების და ანგარიშსწორების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, „ოცნება“ ემზადება ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადასვლისთვის, რადგან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებით, თუ ამას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, ქვეყანაში საერთოდ უქმდება განსხვავებული აზრი.

„ოცნება“ განსხვავებულ აზრს აცხადებს არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, თავად აირჩიონ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა. ამ უფლებას, ანუ საარჩევნო უფლებას უუქმებენ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის პირდაპირი გასვლა საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან. როგორც ჩანს, „ოცნებამ“ აღარ იკმარა 78-ე მუხლის დარღვევა და ახლა მთლიანად, ფუნდამენტურად უარს ამბობს კონსტიტუციით გათვალიაწინებული მთავარი ძირითადი პრინციპების დაცვაზე. იმ პრინციპის დაცვაზე, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს განსხვავებული აზრი, აირჩიოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტია და მიანიჭოს მას დროებით საკუთარი წარმომადგენლობით უფლება. ამ სიაში განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამატებით, კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო, რომ „ოცნება“ მიიღებს კატასტროფულ შედეგებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics