15:46 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 14:09:52, 1039 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გაიმართა.  კლინიკის წარმომადგენლებმა ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

“თბილისის ბავშთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და აბსოლუტურად ყველა დასაქმებული პირი, ექიმები, სამედიცინო პერსონალი საკუთარი საქმის პროფესიონალია. მიუხედავად ამ  დიდი გამოცდილებისა, კლინიკაში დღეს არსებობს გარკვეული პრობლემები პაციენტთა ნაკადთან დაკავშირებით, გვაქვს ფინანსური გამოწვევებიც. მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის გზებზე შევთანხმდით. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, სადაც უფრო დეტალურად გავივლით კლინიკაში არსებულ საკითხებს და გამოწვევებს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში არსებული პრობლემები მოგვარდება“,  - განაცხადა ბავშთა ინფექციური სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მაჭავარიანმა.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გუშინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელ პირებთან შედგა. მიმდინარე კვირაში კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics