|
2026-11-13 14:10:02, 238 ნახვა
პოლიტიკა
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მაღალი მტკიცებულების სტანდარტი სჭირდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია აიკრძალოს, რასაც დღეს ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ საერთოდ გამოტოვა. „ქართულმა ხალხმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არსებულ რეჟიმს უარი უთხრა. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლება იყო სისტემური და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობდა. არაერთი დადასტურებული ფაქტია, მათ შორის, ევროპული სასამართლოს მიერ, რომ იმ პერიოდში კონკრეტული დანაშაულებები სისტემური იყო. ამაზე არავინ არ დავობს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს სხვა შეფასების საგანია. ნებისმიერ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში მაღალი მტკიცებულების სტანდარტი სჭირდება იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია აიკრძალოს. დღეს რასაც ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მიმდინარე პროცესში „ოცნება“ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული სარჩელით მარცხდება. სამწუხაროა ფაქტი, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ საერთოდ გამოტოვა, რადგან კიდევ უფრო ნათლად დასტურდებოდა „ოცნების“ სარჩელის აბსურდულობა პარტიების აკრძალვის ნაწილში. განსაკუთრებით, ჩვენს პარტიას ვგულისხმობ, რადგან ამ სარჩელში ხელოვნურად და დაჩქარებულად ვართ ჩამატებული“, – აღნიშნა ფარულავამ.
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)