|
2026-11-13 13:57:39, 231 ნახვა
სხვადასხვა
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
აბუ-დაბის სასამართლომ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა. თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი 50-50 ათასიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. უსმან ნურმაგომედოვსა და ჯგუფის სხვა წევრებს თავდასხმის გამო პატიმრობასთან ერთად არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება დაეკისრათ. 11 ნოემბერს სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს ჩაწერის დროს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად უკნიდან დაესხა თავს. აბუ-დაბის პოლიციამ ადგილზე სულ 10 პირი დააკავა. მათგან რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ხოლო ორი მომხდარის ვიდეოგადაღებისთვის დააკავეს.
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)