|
2019-12-10 11:51:04, 1106 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა ნუცუბიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გამართა, სადაც ,,ბაქო - თბილისი - ყარსის" სარკინიგზო პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და ასოციაციის გამგეობის წევრები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა ასოციაციის წევრებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს არა მხოლოდ აღნიშნული პროექტის, არამედ საქართველოს რკინიგზის მიერ დაგეგმილ სხვა პროექტებსა და შესაძლებლობებზე. ,,დღეს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ შარვაშიძის აქტიური ხელშეწყობით და მხარდაჭერით იმ სტუდენტებს შევხვდა, რომლებმაც სამომავლო პროფესიად რკინიგზელობა აირჩიეს. დაარსების დღიდან ასოციაციის პრიორიტეტი რკინიგზელთა კვალიფიკაციის ამღლება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება და მხარდაჭერაა. მიხარია, რომ ამ პრეზენტაციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და საინტერესო დისკუსიაც გაიმართა," - აღნიშნა ელგუჯა ნუცუბიძემ. მისი განცხადებით, ასოციაცია გეგმავს პერმანენტულ შეხვედრებს სტუდენტებთან და იმ მიმდინარე და აქტუალურ პროექტებზე საუბარს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" ხელშეწყობით, სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას იღებდნენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50 %-ით ფინანსდებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ტექნიკურ უნივერსიტეტში სარკინიგზო-სასწავლო ლაბორატორია დააარსა.
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)