15:38 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 16:37:03, 2142 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

ფესტივალზე 25-მდე კომპანიის მიერ წარმოდგენილია ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ტკბილეული, ასევე, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო  ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებას დაესწრო დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

ასევე, შოკოლადის ფესტივალზე იმყოფებოდა ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, რომლის თქმითაც, ბაღი მსგავს ღონისძიებას მომავალშიც უმასპინძლებს.

„მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღისთვის უკვე ტრადიციად იქცა და ის არის საახალწლო თემატიკის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება თბილისში.როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ფესტივალი ძალიან დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. წელს შევეცადეთ, უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი გაგვეხადა ეს წინასაახალწლო ზეიმი. აქ არიან სპეციალურად მოწვეული თოვლის პაპა და ფიფქიები, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან პატარებისთვის“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს 12:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics