15:38 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 11:44:40, 1526 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „EMT“ ჯგუფის შექმნის მნიშვნელობასა და პროექტის განხორცილებისთვის საჭირო გზებზე ისაუბრეს. ასევე, ქართულ-გერმანული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კოლეგებმა პროექტის სამოქმედო გეგმა გაწერეს და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. გერმანულმა წარმომადგენლობამ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფები საველე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ. ისინი ინციდენტის ადგილზე მყისიერად ემერჯენსის ტიპის საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს მოემსახურებიან.  „EMT” ჯგუფს ასევე შეეძლება კავკასიის რეგიონში, კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისი საველე დახმარება აღმოუჩინოს.

პროექტი გერმანიის ცენტრალური მთავრობის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“  მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ASB“-ის მონაწილეობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კოორდინაციით ხორციელდება. საქართველოში EMT ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics