15:38 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 11:13:18, 872 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით   ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა უალტერნატივოა  და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობას წარმოადგენს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსმა, გოშგარ თამაზლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი ახლადშექმნილი სააგენტოსთვის საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცდილების გაზიარება  მნიშვნელოვანია.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი  და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა  სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიას და საბაჟო გამშვებ პუნქტებს მოინახულებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics