15:24 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 14:45:11, 1595 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ჩვენს გარშემო საშინელი ბრძოლაა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს

„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს“,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგებაში პატრიარქმა ადამიანის ბუნებასთან კავშირზე და ტაძარში სიარულის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანის სულისთვის. ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა შორის. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. თვითონ ადამიანზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს კეთილ გზას თუ ბოროტს. ძალიან ხშირად ისმის, მე მინდა, ბედნიერი ვიყო დედამიწაზე და იქ რა იქნება, მე არ მეკითხებაო. არ არის ეს სწორი. ჩვენი აქ ყოფნა წულისოფელია. ეს წუთისოფელი არარა არის სასუფეველთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, კავშირი დედამიწასთან“, - განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics