15:10 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 17:25:44, 1098 ნახვა

საზოგადოება
სახანძრო-სამაშველო ძალებს 30 ევროპული სახანძრო მანქანა შეემატება

გერმანიაში, ქალაქ ულმში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში დასრულდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სახანძრო ავტომობილების დამზადება.

"მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა  მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო.

სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის.

ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე,  დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.

30-ვე სახანძრო მანქანამ გერმანიაში უკვე გაიარა სრული ინსპექტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი ტესტირებას პირადად ესწრებოდა. იგი ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე, შეხვედრები გამართა კომპანია "მაგირუსის"  წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ ვიმყოფებით გერმანიაში, ქალაქ ულმში, სადაც მდებარეობს კომპანია "მაგირუსის" ქარხანა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისყიდა 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა და დღეს ხდება ამ მანქანების საბოლოო ინსპექტირება. წლის ბოლომდე, 30 მანქანა საქართველოში ჩამოვა. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით", - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics