14:52 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 14:21:06, 1595 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 6 დეკემბერს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას გაიმართება.  დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 ნომინაციაში ამდენივე  გამარჯვებული გამოვლინდება. მათ შორის  დასახელდებიან საუკეთესოები ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, “H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy. 

წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, მას  საიუბილეო საღამოს ფორმატი ექნება გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით. ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობისა და   ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება. 

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics