14:41 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 13:20:45, 1789 ნახვა

საზოგადოება
ოზურგეთში, თალაკვაძის ბიუროს ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა

გურიაში, ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.

ამ წუთებში დაშავებული რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ბოქლომების ომი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებით დაიწყეს. ამის შემდეგ ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. დღეს დილიდან აქციის მონაწილეებიი მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მივიდნენ. რამდენიმე დეპუტატის ოფისს მათ ბოქლომი დაადეს, ზოგიერთ რეგიონში კი მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მცხეთაში, ბოქლომების დადების მცდელობის დროს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე დიასამიძე დააკვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics