14:23 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 18:10:58, 1481 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე: დღეს ყველას ვაჟა გვქვია

„დღეს ყველას ვაჟა გვქვია, კაცმა, რომელმაც თქვა, რომ მისი საზღვრები არის ფსოუზე და არა ცხინვალთან“, - ასე ეხმაურება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

ხაზარაძე მოუწოდებს მთავრობას და ყველა სხვა ორგანოს, ვისაც ეს საქმე ეხება, დაუყონებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები ექიმის გასათავისუფლებლად.

„დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდაა დატყვევებული და მას წაართვეს თავისუფლება. მინდა მივმართო ჩვენ ოს ძმებს, ძმებო ასე არ გამოვა ეს არასწორია, ეს არანაირ ტრადიციაში არ წერია, როდესაც ექიმი მიდის ავადმყოფის საშველად და თქვენ მას აპატიმრებთ. მე მოვუწოდებ ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და რაც მთავარია ამ უნიათ მთავრობას მიიღონ შესაბამისი ზომები. დღეს ყველას ვაჟა გვქვია. კაცმა, რომელმაც თქვა მისი საზღვრები არის ფსოუზე და არა ცხინვალთან. ჩვენც სწორედ ასეთი ქართველები გვინდა.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, თავის გუნდთან ერთად ბოლომდე დადგება პარლამენტის შენობის წინ, სადაც თავისუფლების საფრთხე არ დაემუქრება.

 მე, ჩემი უზარმაზარი გუნდით, „ლელოელებით“, თქვენთან ერთად დავდგები, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. არ დავთმობთ არცერთ ნაბიჯს. პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან,  სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავერი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics